ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მსხვერპლი თავისუფლების ნაცვლად – კირილი რუსებს ღირებულებების სიის შეცვლას სთვაზობს

რუსეთის პატრიარქმა კირილმა განაცხადა, რომ აუცილებელია რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ძირითადი ფასეულობების სიის შეცვლა და “რწმენის”, “მსხვერპლშეწირვის” და “სამშობლოს სიყვარულის” ცნებების შეტანა.

“ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში იყო მცდელობა აღეწერათ ღირებულებათა სისტემა, უმაღლესი ღირებულებაა “სიცოცხლე”… შემდეგ კი დასავლეთ ევროპული ფილოსოფიიდან ვისესხეთ: “ღირსება”, “ადამიანის უფლებები და თავისუფლებები” ეს ყველაფერი კარგია, ახლა არავინ უარყოფს ადამიანის არც უფლებებს და არც ღირსებას, მაგრამ შესაძლებელია თუ არა ამის დაყენება “სიცოცხლის”წინ ? და რა, არ არსებობდა ღირებულებები ამ ჰუმანისტურ იდეებამდე? და რწმენა და სიყვარული. სამშობლო და მსხვერპლი, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ჩვენი ისტორია?” – თქვა კირილმა.

იტვირთბა....