უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებას თქმით, შეიძელბა მთავრობები იცვლებოდეს, თუმცა უკრაინის ბრიტანელი მეგობრების დახმარება უცვლელი იქნება უკრაინის გამარჯვებამდე.
“ტელეფონით ვესაუბრე ბრიტანელ კოლეგა ჯეიმს კლევერლისთან, რომელიც ახლა თავიდან დაინიშნა პრემიერმინისტრ რიში სუნაკის უკვე ახალ მთავრობაში. მთავრობები შეიძლება იცვლებოდეს, თუმცა ჩვენი ბრიტანელი მეგობრების დახმარება უცვლელი დარჩება უკრაინის გამარჯვებამდე” – წერს კულება.