ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მოსამართლეთა კონფერენცია იკრიბება და ფარული კენჭისყრით აძლევს ხმას, ამაზე მეტი ობიექტურობა წარმოგიდგენიათ? – მურუსიძე

ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრად მისი ხელახალი არჩევის პროცედურას ეხმაურება და აცხადებს:

“უფრო მეტი ობიექტურობა სადმე წარმოგიდგენიათ? როდესაც იკრიბება მოსამართლეთა კონფერენცია და ისინი ფარული კენჭისყრით აძლევენ კანდიდატს ხმას? რასაც მე გეუბნებით, ის მოისმინეთ და უფრო წინ იქნება არასამთავრობოების საქმეს, სხვათა შორის, ჭორებზე რომ აგებენ რაღაც სიტუაციებს. გამოდიან არასამთავრობოები და გვლანძღავდნენ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, აღმოჩნდა მერე, რომ რუსთავი 2-ის საქმე იყო სწორი და კანონიერად გადაწყვეტილი. ვინმემ მოიხადა ბოდიში? ამიტომ ეს არის უპასუხისმგებლო, არასამთავრობო ორგანიზაციები, უზრდელები პირდაპირ”, – განაცხადა მურუსიძემ.

 

იტვირთბა....