უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი ამბობს, რომ თუ რუსი ოკუპანტები კახოვკას ჰესს ააფეთქებენ, ყირიმი მინიმუმ 10-15 წელი, წყალმომარაგების გარეშე დარჩება.
“მოგვიწევს ლოდინი და ვნახოთ, მაგრამ თუ აფეთქებენ, მაშინ ყირიმში წყალმომარაგება გაქრება 10 ან 15 წლით და შესაძლოა სამუდამოდ. მაშინ ჩნდება კითხვა, რისთვის სჭირდებათ ყირიმი, თუ უწყლოდ დატოვებას აპირებენ”, – ამბობს დანილოვი