ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მიუსაფარმა ძაღლებმა გამვლელი დაკბინეს – ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს

მიუსაფარმა ძაღლებმა ბორჯომში, კოსტავას პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალი დაკბინეს – ინფორმაციას borjomi.tv ავრცელებს.

მათივე ცნობით, ძაღლების მიერ დაკბენილ ქალს დახმარება გამვლელებმა აღმოუჩინეს. ციური გოგოლაძემ მიუსაფარი ცხოველების მოგერიება ვერ შეძლო და შველას ითხოვდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალი “ჯეო ჰოსპოტალსის” ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

როგორც “ჯეო ჰოსპიტალსის” ბორჯომის სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, მსგავსი შემთხვევები საკმაოდ ხშირია. სამედიცინო ცენტრს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის პაციენტები ყოველდღიურად აკითხავენ.

იტვირთბა....