უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტები ლუგანსკის ოლქის სამი და დონეცკის ოლქის ერთი დასახლებიდან განდევნეს – გენშტაბის ინფორმაციით, გათავისუფლებულია ლუგანსკის ოლქის კარმაზინივკას, მიასოჟარივკასა და ნევსკის დასახლებები, ხოლო დონეცკის ოლქის ნოვოსადოვის დასახლება.
ცნობისთვის, ლუგანსკის რეგიონში დეოკუპაციის დაწყების შესახებ 5 ოქტომბერს, ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ გამოაცხადა.