ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრეზიდენტ ალიევის განცხადება ძალიან პოზიტიური და იმედის მომცემია – დეგნანი

პრეზიდენტ ალიევის განცხადება ძალიან პოზიტიური და იმედის მომცემია , – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც ილჰამ ალიევის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მის ქვეყანასა და სომხეთს შორის საქართველოს, როგორც მედიატორზე ისაუბრა.

“ელჩმა საქართველოს, როგორც მედიატორის როლი, გაიხსენა და დასძინა, რომ ერთი წლის წინ, აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის შემდგომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს მხრიდან, როდესაც გათავისუფლდნენ დაკავებულები.

„ყოველთვის ძალიან პოზიტიური მოვლენაა, როდესაც სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს ხვდებიან, რათა მათი სახელმწიფოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმუშაონ“, – აღნიშნა დეგნანმა.

იტვირთბა....