“ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანას ჰქონდეს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, რომ დაიცვას დემოკრატია” – ასე ეხმაურება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დიმიტრი გვრიტიშვილისა და ლევან მურუსიძის უვადოდ არჩევის შესახებ შეკითხვას.
“მართლმსაჯულების რეფორმა ერთ-ერთია ევროკავშირის 12 პრიორიტეტიდან და არა მხოლოდ, ის არის ასოცირების შეთანხმებაშიც, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა ნებისმიერი დემოკრატიისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანას ჰქონდეს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, რომ დაიცვას დემოკრატია. ნათელია, რომ მართლმსაჯულების რეფორმის პროცესი საჭიროა იყოს ფართო, ინკლუზიური და მასში უნდა მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, ოპოზიცია, ასევე დაინტერესებული მხარეები, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ აქვთ ინტერესი ამ სფეროს მიმართ, არამედ იმიტომაც, რომ მათ აქვთ ძალიან კარგი იდეები და მოსაზრებები, თუ როგორ გაუმჯობესდეს საქართველოს მართლმსაჯულება.
საქართველოში სადაც ვყოფილვარ, მაქვს შესაძლებლობა, რომ შევხვდე მოსამართლეებსა და რაიონული სასამართლოების წარმომადგენლებს, მოვუსმინო მათ საქმეებზე, რომლებსაც ისინი აკეთებენ, ძალიან მნიშვნელოვან საქმეებს. ძალიან ბევრი მათგანი არის ერთგული პროფესიონალი, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ნებისმიერ სახის ჩარევის გარეშე. მართლმსაჯულების რეფორმამ უნდა გადაჭრას ის ძირითადი და მთავარი გამოწვევები, რაც დგას სასამართლოს წინაშე, მაგალითად, ზოგიერთ სასამართლოში არის ძალიან ბევრი დაგროვილი საქმე, ზოგან არ არიან საკმარისი მოსამართლეები, ზოგან ზედმეტად ბევრია. რაც მთავარია, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიიღონ სათანადო მხარდაჭერა მართლმსაჯულების კუთხით”. – თქვა დეგნანმა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2 მოსამართლე წევრად დიმიტრი გვირტიშვილის და ლევან მურუსიძე 23 ოქტომბერს აირჩია. საბჭომ ერთ კანდიდატად დიმიტრი გვირტიშვილი წარადგინა, ხოლო ლევან მურუსიძემ საკუთარი თავი თავად დაასახელა.