ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეისების მიღებას 31 ოქტომბრიდან შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაცია აეროპორტის გვერდზე ვრცელდება.
“ჩვენი აეროპორტის მგზავრთა საყურადღებოდ! არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გამო, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის საფუძველზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება და აეროპორტი რეისების მიღებას 31 ოქტომბრიდან შეძლებს. ამ პერიოდში კი რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდება. ავიაკომპანიებს, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებენ ( Wizz Air, Wizz Air Abu Dhabi, FlyArystan) ინფორმაცია ამის შესახებ მიწოდებული აქვთ და თავის მხრივ მგზავრებს აცნობეს/აცნობებენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.