თბილისის საქალაქო სასამართლომ ფორმულას გადამღებ ჯგუფზე თავდამხსხმელი დავით ველიჯანაშვილი დამნაშავედ ცნო და ერთი წლით პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლომ ველიჯანაშვილი ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლისა და დევნის ნაწილში გაამტყუნა, ხოლო 118-ე მუხლი, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, გადაკვალიფიცირდა 122-ე მუხლად, რაც ფარგლებს გადაცილებით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.
ცნობისთვის, ფორმულას ჟურნალისტ ნანო ჩაკვეტაძეს და ორ ოპერატორს ველიჯანაშვილი თავს მაშინ დაესხა, როცა ისინი ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ კაფეში რესპონდენტს წერდნენ. მიზეზი მათი ფორმულაში მუშაობა გახდა. ველიჯანაშვილმა ჟურნალისტს და ოპერატორებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დაემუქრა, ინტერვიუს ჩაწერის შეწყვეტა და კაფის დატოვება მოსთხოვა.