თბილისის სააპელაციო სასამართლო “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი დღეს არ გამოაცხადა – ამის შესახებ მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს გამართულ ბოლო პროცესზე განაცხადა.
ინფორმაციას, როდის გამოცხადდება განაჩენი, სასამართლოს აპარატი გაავრცელებს.
შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა. მას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის “კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას”.