ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მოსამართლემ განაჩენი დააფუძნა ისეთ მტკიცებულებას, რომელიც საქმეში არ ყოფილა – ადვოკატი

ნელი დოროყაშვილის ადვოკატი, ანა თავხელიძე აცხადებს, რომ ჯერ კიდევ გუშინდელი სასამართლო სხდომის შემდეგ დარჩათ განცდა, რომ მოსამართლე წინასწარი განწყობით იქნებოდა.

მისი თქმით, მოსამართლემ განაჩენი დააფუძნა ისეთ მტკიცებულებას, რომელიც საქმეში არ ყოფილა:

“მოსამართლემ განაჩენი დააფუძნა ისეთ მტკიცებულებას, რომელიც საქმეში არ ყოფილა და თავად არ დაუშვა. ისაუბრა ფოტომასალაზე, რომლის არც გადაღების და არც ატვირთვის თარიღი არ ვიცით. ეს არის სამართლებრივი ნონსენსი, რაც მოსამართლემ გააკეთა. ჩვენ მოვისმინეთ მოსამართლისგან მსხვერპლის დამუნათება და შერცხვენა იმის გამო, რომ ნაცემი მაშინვე რატომ არ წავიდა პოლიციის განყოფილებაში, ნიუ-იორკში და არ გააკეთა შეტყობინება. ჩვენ მოვისმინეთ მოსამართლისგან კრიტიკა, რატომ ჰქონდა დაზარალებულს ცემის შემდეგ სურვილი, რომ წვეულებაზე წასულიყო ან იყო გაღიმებული, ასეთი სტერეოტიპული დამოკიდებულება, გარდა იმისა, რომ კანონმდებლობით არის აკრძალული, არავითარ სამართლებრივ და მორალურ ჩარჩოში არ ჯდება. […]

რაც მნიშვნელოვანია მოსამართლემ დაზარალებულის საწინააღმდეგოდ გამოიყენა და დააზიანა დაზარალებული იმის გამო, რომ სხეულზე არსებულ დაზიანებას სასწრაფოს ექიმმა ექსკორიაცია უწოდა და ექსპერტიზამ სისხლნაჟღენთი, თურმე ეს დაზარალებულის ტვირთი ყოფილა, რომ ორო სპეციალისტი ვერ შეთანხმდა ტერმინებზე. მოსამართლისგან მოვისმინეთ არგუმენტაცია, რომ ბავშვის ფეხის მირტყმისგან მიიღო ეს დაზიანება სხეულზე, რაც სრულად გაიზიარა ბრალდებულის საბოლოო სიტყვა და ადვოკატების ოპოზიცია, მაშინ როცა დაზარალებულმა გარკვევით აუხსნა მოსამართლემ, რომ ხელი მოწერის და თავში ჩარტყმის დროს, ტკივილი განიცადა. საერთოდ არ სჭირდება ფიზიკური დაზიანების კვალის არსებობა, რომ ფიზიკური ძალადობა დადგინდეს. ეს იყო დამატებითი მტკიცებულა და ეს კარგად იცის ამ მოსამართლემ”, – თქვა თავხელიძემ “ფორმულასთან”.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო.

იტვირთბა....