ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ძალიან გახარებული ვარ, რომ დადგა სამართლიანი განაჩენი – ბასილაშვილის პირველი კომენტარი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მისი გამამართლებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ პირველი კომენტარი სასამართლო დავასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში გააკეთა და აღნიშნა, რომ ბედნიერი “სამართლიანი გადაწყვეტილებით” და ახლა პირველ რიგში შვილთან ურთიერთობების აღდგენას შეეცდება:

“მე, როგორც თავიდან, საქმის დაწყებიდან აღვნიშნე, არ მინდა საჯაროდ ნეგატიური განცხადებების გაკეთება. ის ყველა შემთხვევაში არის ლუკასის დედა, ამიტომ ჩემთვის ბავშვი არის აბსოლუტურად მთავარი. მე არ მინდა ჩემს პირადზე ვისაუბრო. გადავხარშავ, დავლაგდები ცოტას…

მე ველოდი სამართლიან გადაწყვეტილებას ჩემთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ამიტომ ძალიან გახარებული ვარ იმით, რომ დადგა სამართლიანი განაჩენი.

ვნერვიულობდი, რთული პერიოდი გამოვიარე ცხოვრებაში, მითუმეტეს, როდესაც იყო გაშვებული ჩემი ხმა სატელევიზიო სივრცეში არასწორად, ამან ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა, ეს შინაარსი არ ემსახურებოდა სიმართლეს, ამიტომ, ეს მომენტი ამდენი ცრუ ბრალდება ჩემთვის ძალიან რთული ასატანი იყო და ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი დამთავრდა. ჩემთვის პრიორიტეტია ბავშვთან ურთიერთობების აღდგენა და შემდეგ პროფესიული” განაცხადა ბასილაშვილმა

იტვირთბა....