ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ევროპაში ჯერ კიდევ არიან ფიგურები, რომლებიც მოგვიწოდებენ რუსეთის “გაგებისკენ” – ზელენსკი

ევროპაში ჯერ კიდევ არიან ფიგურები, რომლებიც მოგვიწოდებენ რუსეთის „გაგებისკენ” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მონაწილეებისთვის ვიდეომიმართვისას განაცხადა.

“გულახდილად უნდა ვილაპარაკოთ: ევროპაში ჯერ კიდევ არიან ფიგურები, რომლებიც მოგვიწოდებენ რუსეთის „გაგებისკენ” და ცდილობენ იგნორირება გაუკეთონ ირანის მსგავსი სახელმწიფოების ტერორისტულ პოლიტიკას. ასეთი ადამიანები არიან სხვადასხვა სფეროში – პოლიტიკაში, ბიზნესში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მედიაში. რა იწვევს ამას? პასუხი ერთია: ცოდნის ნაკლებობა. საზოგადოების უმრავლესობაში ცოდნის ნაკლებობაა.” ამბობს ზელენსკი.

იტვირთბა....