იუსტიციის მინისტერის, თეა წულუკიანის განმარტებით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან კარგად არის მოტივირებული.
ამის შესახებ მან მიუნხენში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორთან შეხვედრისას განაცხადა და ამისთვის ფატუ ბენსუდას მადლობა გადაუხადა.
„ჩვენი მთავარი იარაღი და სამუშაო ინსტრუმენტი ამ საქმეში არის გამჭვირვალობა, თანამშრომლობა, რომ შევძლოთ საერთაშორისო დონეზე და ამ სასამართლოს ფარგლებში მტკიცებულებებით ვაჩვენოთ, რომ 2008 წელს ჩატარდა ქართველთა ეთნიკური წმენდა, რომ იქ ჩვენი არაერთი კულტურული მემკვიდრეობა და სულიერი კერა განადგურდა. მადლობა გადავუხადე მე პირადად ქალბატონ ბენსუდას იმისთვის, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან კარგად მოტივირებული და მოტივირებულია იმაში, რომ ეს იყო საერთაშორისო კონფლიქტი, რომ ქართველები იყვნენ მსხვერპლნი და, რომ სამხერთ ოსეთი არის საქართვლო,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იტვირთბა....