ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანი საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირანის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

“უკრაინაში სამხედრო შეტაკებებისა და გაზრდილი არეულობის გამო, ირანის მოქალაქეებს ეძლევათ რეკომენდაცია, არ გაემგზავრონ ამ ქვეყანაში. ამასთან, უკრაინაში მცხოვრებ ყველა ირანელს ვურჩევთ დატოვონ ქვეყანა საკუთარი სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, უკრაინა და მისი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები ირანს რუსეთისთვის დრონების მიწოდებაში ადანაშაულებენ, რასაც თეირანი კატეგორიულად უარყოფს.

იტვირთბა....