თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინი “უფრო რბილი და ღიაა მოლაპარაკებებისთვის” უკრაინაში ომის დასრულების შესახებ, ვიდრე წარსულში, ვიდრე აქამდე – ამის შესახებ ერდოღანმა აზერბაიჯანში ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადა.
“არ ვართ უიმედოდ”, – თქვა ერდოღანმა მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე.