ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე ცრუობს, სწორედ ის დარბოდა ლომჯარიას მხარდასაჭერად და ივანიშვილს დახმარებას სთხოვდა – ლევან გოგიჩაიშვილი

“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძე ცრუობს და მისივე თქმით, სწორედ ის დარბოდა და ივანიშვილს ეხვეწებოდა, ლომჯარიას გასაყვანად დამეხმარეო.

გოგიჩაიშვილი იხსენებს იმ პერიოდს, როცა ირაკლი კობახიძე პირადად ლობირებდა ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის პოსტზე.

“ირაკლი კობახიძე ცრუობს, რადგან ნინო ლომჯარიას ,,ოცნების” ბევრი დეპუტატი ლობირებდა, ზუსტად კობახიძე დარბოდა ივანიშვილთან და ურეკავდა, ვერ გადის და ვარდება ეს კანდიდატურაო. იქნებ, რამეში დამეხმაროო. მაშინ მოხდა ზუსტად ივანიშვილის ჩარევა.

ჩემთან მოხდა პირადად დარეკვა, ივანიშვილს არ დაურეკავს, სხვამ დამირეკა. მითხრეს მისი დანაბარები, მე მინდა ეს ადამიანი და მხარს თუ არ უჭერ, ხელი არ შემიშალოო”,- აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

“ქართული ოცნების” თავდმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, რომ სახალხო დამცველის ოფისს არ დათმობს, უფრო სწორად, აღარ დათმობს.

იტვირთბა....