უკონტროლო კრიმინალი – აბაშაში მაღაზია გაქურდეს. მძარცველებმა ქალაქის ცენტრში მდებარე სუპერ მარკეტიდან სიგარეტები და მცირე რაოდენობით თანხა წაიღეს.
შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. მარკეტი პოლიციის განყოფილების მახლობლად მდებარეობს.
ადგილზე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები მუშაობენ.