უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ძალები გეგმავენ ხარკოვის ოლქში მყოფი კახოვკის ჰიდროელექტრუსადგურის აფეთქებას.
მისი თქმით, რუსებმა აღნიშნული სადგური უკვე დანაღმეს და ამ ტერორისტული აქტის უკრაინელებზე დაბრალებას გეგმავენ.
“რუსეთი გამიზნულად ქმნის ნიადაგს უკრაინის სამხრეთში მსხვილმასშტაბიანი უბედურების შესაქმნელად. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსმა ტერორისტებმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი და ერთეულები დანაღმეს”. – ამბობს ზელენსკი.
ზელენსკის თქმით, ჰიდროელექტროსადგურზე ამჟამად მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები დარჩნენ და საჭიროა სასწრაფოდ მოქმედება მათი ოპერაციის შესაჩერებლად.
“უკრაინელი თანამშრომლები გაყარეს კახოვკიდან. ახლა იქ მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები არიან. მათ აქვთ სრული კონტროლი სადგურზე. სასწრაფოდ უნდა ვიმოქმედოთ, რათა შევაჩეროთ რუსეთი ამ უბედურების რეალიზაციისგან”. – ამბობს ზელენსკი.
ცნობისთვის, კახოვკას ჰიდროელექტროსადგური უკრაინაში ენერგიის ერთ-ერთი უმსხვილესი დაწესებულებაა და მისი კაშხალი 18 000 000 კუბურ მეტრ წყალს შეიცავს. მისი აფეთქების შემთხვევაში 80-ზე მეტი დასახლება დატბორვის ზონაში აღმოჩნდება და ასობით ათასი ადამიანი შესაძლოა დაზარალდეს.