ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სტიქია ჩოხატაურში – კადრები ადგილიდან (ვიდეო)

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.

როგორც ჩოხატაურის მერი, დათო შარაშიძე სოციალურ ქსელში წერს, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და ზარალის დათვლა.

„სტიქია გვაქვს მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად, გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შეგვიქმნა მუნიციპალიტეტის ცენტრში,. გუთურის მიმდებარე ტერიტორია და ე.წ აკაციები დაიტბორა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურთან ერთად, ვახორციელებთ გაწმენდით სამუშაოებს, მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა. ასევე გუთურში ადიდებულმა მდინარემ პრობლემები შეუქმნა ოჯახებს და საფეხმავლო ხიდს, მიმდინარეობს შესაბამისი კომისიის მიერ ზარალის დათვლა. ჩვენ უმოკლეს ვადებში შევეცდებით პრობლემების აღმოფხვრას“, – წერს დათო შარაშიძე.

იტვირთბა....