ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ხუთშაბათისთვის ძალიან ბევრი მიდის სახლში და ადვილია ცვლილებების შეპარება” – კობახიძე PACE-ს რეზოლუციაზე

“ქართული ოცნების” ლიდერი, ირაკლი კობახიძე,  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე საუბრობს, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პუტინის პატიმრად არის მოხსენიებული, და აცხადებს:

“ნუ ასეთი რამ ახასიათებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, რომ ხუთშაბათისთვის ძალიან ბევრი ადამიანი მიდის სახლში და რჩება დაახლოებით 20% დეპუტატებისა. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. დაახლოებით 1/3 იყო დარცენილი ხუთშაბათ დღეს და რეალურად ასამბლეის წევრების დაახლოებით 20%-მა დაუჭირა მხარი ცვლილებას და რეზოლუციის საბოლოო ტექსტს. ანუ ადვილია ხოლმე ხუთშაბათ დღეს ცვლილებების შეპარება”, – თქვა მან “იმედის” ეთერში.

იტვირთბა....