“ეს იყოს მის ნამუსზე… თუ მსგავსი სიტყვები თქვა, უნდა შერცხვეს” – ასე პასუხობს რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ “გონჩარენკო არასერიოზული კაცია, ყოველ მეორე დღეს სცემენ კიევის ქუჩებში”.
“კომენტარს არ გავაკეთებ მის განცხადებაზე. ეს იყოს მის ნამუსზე. მასთან პირადი ურთიერთობები არ მაკავშირებს, ნამდვილად ვწუხვარ, რომ “ქართული ოცნება” ირჩევს პუტინის მხარეს. და ამით საქართველოს ძალიან დიდ ზიანს აყენებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, ეს ასევე აზიანებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. მე მიყვარს საქართველო, მიყვარს ქართველები და არ დავიწყებ გამოყოფას ქართველების. რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, თუ მან მსგავსი სიტყვები თქვა, მას უბრალოდ უნდა შერცხვეს”, – თქვა გონჩარენკომ “მთავართან”.