aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

შვეიცარია ნეიტრალური ქვეყანაა, მაგრამ პუტინის ქმედებებზე თვალს არ დავხუჭავთ – კასასი

aviabiletebi
ავიაბილეთები

შვეიცარიის პრეზიდენტმა, იგნაციო კასისმა უკრაინაში ვიზიტისას ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შვეიცარია უკრაინაში რუსეთის მასობრივ მკვლელობებზე თვალს არ დახუჭავს.

კასისის თქმით, მართალია შვეიცარია ნეიტრალური ქვეყანაა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინაში რუსეთის დანაშაულებს ყურადღებას არ მიაქცევს.

„დასაწყისიდანვე შვეიცარიამ მტკიცედ დაგმო რუსეთის შეიარაღებული აგრესია. ჩვენ მყისიერად შევიმუშავეთ კონკრეტული ნაბიჯები უკრაინის დასახმარებლად. შვეიცარია ნეიტრალური ქვეყანაა, მაგრამ ნეიტრალურობა არ ნიშნავს, რომ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ იმას, რაც თქვენს ქვეყანაში ხდება. ადამიანების მასობრივ მკვლელობას არაფერი აქვს საერთო ნეიტრალიტეტთან ან ჩვენს ღირებულებებთან.

ის, რაც დღეს დილით ვიხილეთ აღქმის მიღმაა. მიუხედავად იმ დრამატული სურათების მიუხედავად, რამაც ჩვენამდე მოაღწია, მხოლოდ პირადად ვიზიტი გვიქმნის რუსულ სისასტიკესა და მოსახლეობის ტანჯვაზე წარმოდგენას“ – განაცხადა კასისმა.

იტვირთბა....