“ამ დრომდე რაც ვნახეთ, პუტინი არ არის დაინტერესებული მნიშვნელოვანი დიპლომატიის წარმოებაში”. – ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ABC News-სთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
ბლინკეის თქმით, იმის მიუხედავად, რომ რუსეთი არსებულ მომენტში არ არის მზად დიპლომატიისთვის, აშშ-ს მიზანი რჩება უკრაინის გვერდში დგომა იქამდე, სადამდეც საჭირო იქნება და იმის უზრუნველყოფა, რომ პოტენციურ მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინას ძლიერი პოზიცია ექნება.
“ჩვენი ამოცანა მარტივია. ეს არის უკრაინის გვერდში დგომა, ვუზრუნველყოთ, რომ მათი ქვეყანა დარჩეს დამოუკიდებელი და საბოლოოდ, უკრაინას ჰქონდეს უძლიერესი პოზიცია მოლაპარაკებებზე, იმ შემთხვევაში, თუ ის შედგება, რადგან პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა – გარკვეულ ეტაპზე, ეს ვითარება დიპლომატიით უნდა დასრულდეს”. – თქვა ბლინკენმა.
4 ოქტომბერს პრეზიდენტმა ვოლოდიმირა ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვით, უკრაინა პუტინთან მოლაპარაკებებზე ოფიციალურად უარს ამბობს