ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთთან მოკავშირეობის გამო, ირანს სანქციები ბრიტანეთმაც დაუწესა

ევროკავშირისა და უკრაინის შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები სამი ირანელი გენერლისა და შაჰიდ ავიაციის წინააღმდეგ, რომელიც კამიკაძე უპილოტო თვითმფრინავების მწარმოებელია, სანქციები დააწესა.

შემაკავებელი ზომები შეესაბამება ევროპის მიერ დაწესებულ ზომებს.

სანქციების სიაში მოხვდნენ: ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი მუჰამად ჰუსეინ ბაგერი, ისლამური რევოლუციის გვარდიის საჰაერო კოსმოსური კორპუსის მეთაური საიდ აღაჯანი და ირანის თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტიკის ოფიცერი ხოჯათოლ ღორეიში.

იტვირთბა....