ირაკლი ღარიბაშვილმა კულტურის მინისტრ თეა წულუკიანთან, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილისა და ორგანიზაციულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრებთან მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების დასაგეგმად, შეხვედრა გამართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გამართულ შეხვედრაზე 2023 და 2024 წელს დაგეგმილი საკონცერტო პროგრამა განიხილეს და პროგრამის დღის წესრიგს გაეცნენ.
მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციის თანახმად, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები თბილისში, ბათუმსა და „ბლექ სი არენაზე” გაიმართება. კონცერტები 2023 წლის მაისის ბოლოდან ივნისში, ივლისსა და აგვისტოში, ასევე 2024 წელს არის დაგეგმილი.