რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ლიზ თრასის გადადგომას გამოეხმაურა და მას სამარცხვინო უწოდა.
“ბრიტანეთს ასეთი სამარცხვინო პრემიერმინისტრი არასდროს ჰყოლია”. – თქვა ზახაროვამ.
შეგახსენებთ, რომ 20 ოქტომბერს, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ლიზ თრასი თანამდებობიდან გადადგა.