პრემიერმინისტრის თანამდებობიდან ლიზ ტრასის გადადგომის შემდეგ, კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შორის, შესაძლოა, ბორის ჯონსონიც იყოს – ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ლიზ ტრასის მიერ პრემიერის დატოვების შემდეგ საუბარი დაიწყო იმაზე თუ ვინ გახდება კონსერვატიული პარტიის მომავალი ლიდერი და დაიკავებს პრემიერმინისტრის თანამდებობას.
BBC წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ თავად ჯონსონი, ვინც ამჟამად კარიბის ზღვის კუნძულებზე იმყოფება, ამ ეტაპისთვის ამ შესაძლებლობას არც ადასტურებს და არც უარყოფს.
ცნობისთვის, კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნები მომავალ კვირაში გაიმართება.