ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გონჩარენკო არასერიოზული კაცია, ყოველ მეორე დღეს სცემენ კიევის ქუჩებში – კობახიძე

“გონჩარენკო აბსოლუტურად არასერიოზული კაცია და ყოველ მეორე დღეს სცემენ კიევის ქუჩებში ამ კაცს. თვითონ კიეველები არ სცემენ პატივს და ჩვენ რანაირად უნდა ვცეთ” ,  – “ქართული ოცნების” ლიდერმა უკრაინის რადას დეპუტატის, ოლექსეი გონჩარენკოს განცხადებას უპასუხა, სადაც ის ამბობს, რომ სანქცირებულთა სიაში ივანიშვილის გარემოცვის შეყვანა განაპირობა იმ ფაქტმაც, რომ “ოცნებამ” რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებაზე რეზოლუციას ხელი არ მოაწერა.

“ჩვენ რანაირად უნდა ვცეთ პატივი. თუ რეზოლუცია იყო რაღაცის მიზეზი, რა შუაშია აქ ან ალეკო ივანიშვილი, უჩა მამაცაშვილი, ან მათი მეუღლეები და შვილები. გონჩარენკო არის არასერიოზული კაცი და ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება. შეგახსენებთ, გონჩარენკო არის ერთ-ერთი ადამიანი დანილოვთან, პოდოლიაკთან და სხვებთან ერთად, რომლებიც ღიად მოგვიწოდებენ ომისკენ, მეორე ფრონტისკენ და საქართველოში მშვიდობის დარღვევისკენ. “, – თქვა კობახიძემ.

 

იტვირთბა....