ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პირველ რიგში ვურტყამთ ფინანსებზე და შემდეგ იერიშს მივიტანთ თავად ივანიშვილზეც – დავით არახამია

“პირველ რიგში მას ვურტყამთ ფინანსებზე და შემდეგ იერიშს მივიტანთ თავად ივანიშვილზე” – აცხადებს უკრაინის სახელისუფლებო პარტია “სლუგა ნაროდას” თავმჯდომარე, დავით არახამია, ივანისვილის ოჯახის საერთაშორისო დასანქცირების საკითხზე საუბრისას.

დავით არახამია იმედს გამოთქვამს, რომ ბიძინა ივანიშვილის მოლარეების სიას ქართული მედიაც გამოაქვეყნებს, რაც ახალი სანქციების მიზეზი გახდება.

“სალამი, ქართველო ხალხო. მე როგორც დაგპირდით, ვაგრძელებ მუშაობას ქართველის ოლიგარქების დასანქცირებაზე, რომლებიც ხელს უშლიან თავისუფალ საქართველოს, შეურთდნენ ევროკავშირს. ბიძინა ივანიშვილის მთელი გარემოცვა დღეს პრეზიდენტის ბრძანებით დასანქცირდა. უახლოეს მომავალში იმედი მაქვს, რომ ქართული მედიაც გამოაქვეყნებს ივანიშვილის მოლარეების გვარებს. პირველ რიგში, მას ვურტყამთ ფინანსებზე, ვისწავლეთ ეს ამერიკელებისგან და შემდეგ იერიშს მივიტანთ თავად ივანიშვილზე.

იმედი მაქვს ეს კარგი ამბავი არის თქვენი თავისუფალი ქვეყნისთვის”, – აცხადებს თავის ვიდეომიმართვაში დავით არახამია.

 

იტვირთბა....