თბილისის მერი კახა კალაძე მეგი ბანცაძეს შეხვდა, რომელმაც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაშავებულ ლაზარე ლობჟანიძეს პირველადი დახმარება აღმოუჩინა.
კახა კალაძემ მას მოზარდისთვის გაწეული გადაუდებელი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
“ალბათ ვერცერთი სიტყვა ვერ გამოხატავს მადლიერებას, რაც თქვენს მიმართ გამაჩნია. თქვენ არა მხოლოდ ლაზარე გადაარჩინეთ, გადაარჩინეთ მისი ოჯახი, მეგობრები, ყველა ჩვენგანი აგვარიდეთ კიდევ უფრო დიდ უბედურებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.