ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილსა და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის ციხისძირში შელაპარაკება მოხდა (ფოტორეპორტაჟი)

ციხისძირში მყოფ ბიძინა ივანიშვილსა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შორის მცირე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ბიძინა ივანიშვილის ხეების გადარგვის შეჩერებას სთხოვდნენ და ყოფილ პრემიერ-მინისტრს ურჩევნდნენ, რომ იმ ფინანსებით, რასაც ხეების გადარგვაში ხარჯავდა, ახალი ხეების შემოტანა შეეძლო.

“თქვენ გაქვთ უფლება იყიდეთ, შემოიტანეთ. ბატონო ბიძინა, თქვენ რაც გიჯდებათ გადარგვა, ახალი ხეები შემოიტანეთ”, – მიმართეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ივანიშვილს.

“თქვენ არ გაქვთ უფლება მიკარნახოთ სად უნდა გავაკეთო”, – ბიძინა ივანიშვილი.

მისი თქმით, იგი აპირებს პირადად დაინტერესდეს კანონიერად ხდება თუ არა ხეების გადარგვა.

“მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ყველა საბუთი არსებობს, ამიტომ უნდა გადავამოწმო, თუ ყველა შესატყვისი საბუთი არ იქნება, სამუშაოები შეჩერდება”, – აცხადებს ივანიშვილი.

ციხისძირში გიგანტური ხეების სანახავად ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ცოტა ხნის წინ მივიდა. მან, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და აქციის მონაწილეებმა შეხვედრა გამართეს. ივანიშვილი ყველა იმ პირს, ვინც ციხისძირიდან ურეკში გიგანტური ხეების გადატანას აპროტესტებს, პირადად გაესაუბრა.

როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, პეტრე ზამბახიძემ, ჟურნალისტებს განუცხადა, ივანიშვილმა მათთან საუბრისას დაადასტურა, რომ ასწლოვანი გიგანტური ხეები პირად საკუთრებაში მიაქვს.

„გვითხრა, რომ გიგანტური ხეები მისი გატაცებაა და მათ მთელს მსოფლიოში ყიდულობს, მათ შორის ჩილეშიც. შემდეგ კი ურეკში მისივე საკუთრებაში გადააქვს. ეს ყველაფერი კი ძალიან ძვირი უჯდება. ჩვენ მას ვუთხარით, რომ ამ მილიონების სანაცვლოდ შეუძლია, ასობით სოციალურად დაუცველ ადამიანს მოუგვაროს პრობლემები. ასევე დაეხმაროს იპოთეკით დაზარალებულებს, რომლებიც სახლკარის გარეშე რჩებიან.“ – განუცხადა რუსთავი2-ს პეტრე ზამბახიძემ.

12670209_821249594663851_8211607471753877567_n

12733434_821249591330518_4314844123052527154_n

იტვირთბა....