პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი,კახა ქემოკლიძე, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და აცხადებს:
“საქართველოში ზოგადად პოლიტიკოსებს და არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, პოლიტიკური კულტურა საერთაშორისო სტანდარტებს რომ შევადაროთ, უბრალოდ არ აქვთ კითხვების დასმასთან დაკავშირებით, „ოცნება“ საყვედურობსო და მაშინ რისთვის არსებობს საკრებულო? რისთვის არსებობს პარლამენტი? რისთვის არსებობს ოპოზიცია? გავაუქმოთ ოპოზიცია და აღარც კითხვები დაისმება. იქნება „ქართული ოცნება“ ბედნიერად.
ამდენს იმიტომ გვიბედავენ, რომ გათავხედებულები არიან. ზღვარს ვერ გრძნობენ, წითელი ხაზი გადალახული აქვთ. მაგალითად, სად უწევენ ნორმალურ სერვისს? სახელმწიფო სამსახურს ვგულისხმობ. იუსტიციის სამინისტროში? შს სამინისტროში? ყველაფერი ჩამოშლილია ამ ქვეყანაში.
მაგალითად დასავლეთში, რატომ იღებენ პირობითად პასუხისმგებლობას როდესაც ბევრად უფრო ნაკლები დანაშაული ან გადაცდომა ხდება? ეს ხარისხი და ეს კლასი ჩვენ ჯერ არ გვაქვს. რაც შეეხება კალაძის მხრიდან პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას, მისი ტვირთია ეს გარკვეულწილად. საბოლოო ჯამში ამ ტვირთით დარწმუნებული ვარ, ფასს გადაიხდის, მათ შორის ელექტორალურად. ჩემს ირგვლივ ბევრი ადამიანი იყო ისეთი, რომლებიც ხმას „ქართულ ოცნებას“ არ აძლევდნენ, მაგრამ არჩევნებზე კალაძეს დაუჭირეს მხარი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დენმა დაარტყა.
ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 13 წლის გოგო კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.