უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსი ოლიგარქებისა და რუსული კომპანიების წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესახებ ორ განკარგულებას მოაწერა ხელი – ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი ავრცელებს.
“დღეს უკრაინის პრეზიდენტმა სანქციების ამოქმედების შესახებ ორ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლებიც შემუშავებული იყო უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მიერ. ეს ძალიან დიდი, რთული და გულმოდგინე სამუშაო იყო. მას შემდეგ რაც დღეს, ეს სანქციები გამოქვეყნდება, ვფიქრობ, იქ რუსეთის ფედერაციის ოლიგარქების საკმაოდ მოულოდნელი გვარები იქნება და ძალიან ბევრი კომპანია, საწარმო”, – აღნიშნა დანილოვმა.