უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტერორის ახალი ეტაპი დაიწყო და ე.წ. საომარი მდგომარეობის გამოცხადება ლუჰანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მოქალაქეთა წინააღმდეგობის ჩახშობას ისახავს მიზნად.
“მასიური რუსული პროპაგანდაც კი ვერ ფარავს უკრაინის ტერიტორიების ანექსირებისას რუსეთის მცდელობების წარუმატებლობას. პუტინის ბრძანებულება ბათილია. მას არ აქვს სამართლებრივი შედეგები უკრაინისა და მისი მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოებისთვის”, – აცხადებს კულება.