ჯარში გაწვეული რუსი პატიმრები უკრაინაში ომიდან გარბიან – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი “ფეისბუქზე” წერს.
“პატიმართა ხარჯზე რუსეთის საოკუპაციო ქვედანაყოფების დანაკარგების შევსებამ ხელმძღვანელობას დამატებითი პრობლემები მოუტანა. ასე, თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან ჯარში გაწვეული სამხედროები იარაღის აღების შემდეგ ქვედანაყოფებს ტოვებენ და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაბრუნების შესაძლებლობას ეძებენ”, – წერია განცხადებაში.
უკრაინის გენერალური შტაბი ასევე აღნიშნავს, რომ 17 ოქტომბერს ხერსონის ოლქში საბრძოლო მასალის საწყობის განადგურების შემდეგ ქვედანაყოფის ნაწილმა, რომელსაც მისი დაცვა ებარა, ჭრილობები მიიღო, დანარჩენები კი გაიქცნენ. “როსგვარდიის” ნაწილები კი თითქოს დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფებთან ბრძოლის სახით დეზერტირებს ეძებენ.