პროკურატურა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე კადრებს ასაჯაროებს.
უწყების ცნობით, კადრებში ასახულია 22 სექტემბერს, დილის საათებში, ხელოსნებმა ცენტრალურ შადრევანთან მიიტანეს შესაფუთი თუნუქის მასალა და დაიწყეს სამუშაოების შესრულება.
როგორც ირკვევა, სამუშაოების მიმდინარეობისას, მათ დაარღვიეს სამუშაოს წარმოების უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ წყლის მილებზე უჟანგავი თუნუქის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის უკან დამაგრებისას ბეტონის ზედაპირსა და ლითონის ცხაურს შორის მაღალი ძაბვის ელექტრო კაბელი მოაყოლეს. აღნიშნულის გამო, დაზიანდა ელექტრო სადენის იზოლაცია და მოხდა დენის წყალში გაჟონვა.