ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ევროპარლამენტმა ანდრეი სახაროვის პრემია უკრაინელ ხალხს მიანიჭა

ევროპარლამენტმა სახაროვის პრემია უკრაინელებს მიანიჭა – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ Twitter-ზე დაწერა.

“ისინი ჩვენი ღირებულებებისთვის იბრძვიან, იცავენ დემოკრატიას, თავისუფლებას და კანონის უზენაესობას. ჩვენთვის საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ. მეტად არავინ იმსახურებს. ვულოცავ უკრაინის მამაც ხალხს”, – წერს მეცოლა.

ცნობისთვის, ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია – ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა ადამიანის უფლებათა სფეროში. მას 1988 წლიდან გასცემენ და მისი საპრიზო ფონდი 50 ათასი ევროა.

იტვირთბა....