ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გურჯაანში დამრიგებელმა 7 წლის ბავშვს სცემა

გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლის დედა კლასის დამრიგებელს, ხათუნა ყალაბეგაშვილს შვილზე ძალადობაში ადანაშაულებს – როგორც ეკატერინე გოგინაშვილი “ფორმულასთან” ამბობს,  თავდაპირველად მის შვილსა და კლასელს უთანხმოება მოივიდათ, რა დროსაც გოგინაშვილის შვილს კლასელმა ყელში მავთული წაუჭირა, მასწავლებელს კი რეაგირება არ მოუხდენია.

ქალი ყვება, რომ მოსწავლეებს შორის დაპირისპირების შემდეგ სკოლის ეზოში ჩასულმა მასწავლებელმა მის შვილს სახეში ჩაარტყა და იძალადა.

მშობლები უკვე ერთი თვეა, დისციპლინური კომიტეტის შეკრებას და მომხდარის განხილვას ითხოვენ, თუმცა, როგორც ქალი ამბობს, სკოლის დირექტორმა, ლია გუგულაშვილმა განცხადება არ დაარეგისტრირა.

იტვირთბა....