ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინისთვის არაფერს ცვლის – პოდოლიაკი საომარი მდგომარეობის გამოცხადებაზე

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის მიერ “საომარი მდგომარეობის” გამოცხადება უკრაინისთვის არაფერს ცვლის.

“რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე “საომარი მდგომარეობის” შემოღება მომდევნო “გადაჯგუფებამდე” მხოლოდ უკრაინის ქონების ძარცვისა და ძარცვის ფსევდო ლეგალიზაციად უნდა ჩაითვალოს. უკრაინისთვის ეს არაფერს ცვლის: ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლებასა და დეოკუპაციას”, – წერს Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მიერ უკრაინის ანექსირებულ ოთხ რეგიონში: ლუჰანსკში, დონეცკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

იტვირთბა....