ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ბენი განცი, აცხადებს რომ ქვეყანა უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების განვითარებაში დაეხმარება, თუმცა არ გეგმავს, რომ მას იარაღი მიაწოდოს.
“ჩვენ გავუგზავნეთ მოთხოვნა უკრაინელებს, რომ გაგვიზიარონ ინფორმაცია მათ საჭიროებებზე საჰაერო თავდაცვის განგაშის შესახებ. როგორც კი მივიღებთ ამ ინფორმაციას, ჩვენ შევძლებთ დავეხმაროთ სამოქალაქო პირთა ადრეული გაფრთხილების სისტემის განვითარებაში”, – განახადა განცმა ისრაელში ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრისას.