ვაკის პარკის 13 მილიონიანი პროექტის მილები ლილოს დასახლებაში, ერთ-ერთ საამქორს შეუკვეთეს, რომელსაც მანამდე, მხოლოდ მოაჯირების და სკვერის სკამებს დამზადების გამოცდილება ჰქონდა.
როგორც ირკვევა, კომაპნიის 100 პროცენტიანი წილის მფლობელი კოსმეტოლოგი ხათუნა მამასახლისია.
ხათუნა მამასახლისი მედიასთან ამბობს, რომ გაკვირვებული და გაოცებულია ამ ყველაფრით, რადგან, მისი თქმით, “ნიუ მეტალ დიზაინთან” მას არასოდეს, არანაირი კავშირი არ ჰქონია. რეალურად, კი კომპანიას მისი მეუღლე ლაშა ჭილიტაშვილი მართავდა, რომელიც ახლა დაკავებულია.
“ამ კომპანიასთან მე არასოდეს არანაირი შეხება არ მქონია. ჩემი მეუღლე აკეთებდა საქმეს მანდ. მოაჯირებს ამზადებენ, სკამებს სკვერებში. როგორც ასეთი, ელექტროენერგიასთან მაგას შეხება არასდროს ჰქონია. რა შუაში იყო ლაშა მანდ, ვერ გავიგე. ადრე შადრევნებთან მას შეხება არ ჰქონია, რა სისულელეა. მე კიდე სახის კრემებს და კოსმეტიკურ საშუალებებს ვამზადებ”. – ამბობს ხათუნა მამასახლისი.