ბათუმის ბულვარში 3 ადამიანი დაჭრეს – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ადგილობრივებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონეს.
არსებული ინფორმაციით, 1 დაშავებული გადაიყვანეს BAU-ს კლინიკაში, 2 – “მედცენტრში”. მძიმედ დაშავებული პირი, ვისაც თავში აქვს დაზიანებები “მედცენტრში” მოთავსებული, ორი დაშავებულის მდგომარეობა კი, შედარებით სტაბილურია.
BAU-ს ინფორმაციით, მათთან ის პირი მიიყვანეს, ვისაც მინის ნამსხვრები მოხვდა ხელზე და მსუბუქი დაზიანებები აქვს.
შემთხვევა სასტუმრო “მერიდიანის” წინ მდებარე რესტორანთან, “გრილირესტორანთან” მოხდა. ამ რესტორნის მინის ფასადის ნამსხვრები პოლიციელებმა ლენტით შემოსაზღვრეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.