თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალასთან მდებარე წისქვილში ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.
ადგილობრივების თქმით, 40 წლამდე ასაკის მამაკაცი წისქვილში მუშაობდა და ის წისქვილის დანადგარმა ტანსაცმლით ჩაითრია.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.