გერმანიამ კიბერუსაფრთხოების უფროსი არნე შონბომი რუსეთთან კავშირის გამო გაათავისუფლა, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, შონბომი კიბერუსაფრთხოების ფედერალურ ორგანოს (BSI) ხელმძღვანელობდა, რომელსაც გერმანიის სამთავრობო კომუნიკაციების დაცვა 2016 წლიდან ევალება.
გერმანული მედია კი მას რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებულ ადამიანებთან კავშირში ადანაშაულებს.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო მის წინააღმდეგ გავრცელებულ ბრალდებებს იძიებს.