NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსი უახლოეს დღეებში უკრაინას დრონების საწინააღმდეგო სისტემებს მიაწვდის.
“ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ – ეს არის შევასრულოთ ის, რასაც შევპირდით ალიანსის წევრები, გავააქტიუროთ და მივაწოდოთ საჰაერო თავდაცვის კიდევ უფრო მეტი სისტემა. უახლოეს დღეებში NATO გადასცემს დრონების საწინააღმდეგო სისტემებს კონკრეტული საფრთხის საწინააღმდეგოდ, მათ შორის ირანის მხრიდან”, – თქვა სტოლტენბერგმა ბერლინის საგარეო პოლიტიკურ ფორუმზე განაცხადა.