პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა კაცი, რომელმაც რძალი არასრულწლოვნების თანდასწრებით დანით დაჭრა.
გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს სოფელ საყულიაში მამამთილმა რძალი დაჭრა.