ირანი რუსეთს რაკეტების და მეტი უპილოტო თვითმფრინავების გაგზავნას დათანხმდა – ინფორმაციას Reuters წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ირანი და რუსეთი იარაღის გაყიდვასა და მიწოდებაზე 6 ოქტომბერს შეთანხმდნენ, მოსკოვში ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსისა და ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლების ვიზიტის დროს.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ G7-ის ქვეყნების საგანგებო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთმა თეირანს კიდევ 4000 თვითმფრინავი შეუკვეთა.