ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

კრემლის ახალი ჩანაფიქრი და ალტ-ინფოს შუამდგომლობა – რუსეთმა 10 ათასი ქართველის წაყვანა გადაწყვიტა

რეგისტრაცია დაწყებულია – რუსეთში საქართველოდან 10 ათასი კაცი უნდა წაიყვანონ.

კრემლი წუხს, რომ საქართველოში რუსული არავინ იცის და დასავლური აზროვნების თაობას მოსკოვი ჭაობში ჩაძირული ქალაქი ჰგონია.

რუსეთს მოქმედებაზე გადასვლა, „ალტ-ინფოს“ პოლიტიკური დანაყოფის შეფებმა სთხოვეს.

კრემლი მზადაა 8-დან 10 ათსამდე ქართველი რუსეთში სასწავლებლად წიაყვანოს. სიების შედგენა კონსერვატიულ პარტიას დაეველა. რეგისტრაციის მსურველებს „ალტ-ინფოს“ ოფისში სააკაძის მოედანზე ელოდებიან.

პუტინის მოკავშირე ქართველი რადიკალების დაჯგუფების ახალი კურატორი მინისტრი სერგეი გლაზიევი იქნება. ის ჯერ პრეზიდენტ ელცინის მთავრობაში მინისტრი იყო , შემდეგ კი პუტინის მრჩეველი. გლაზიევი ახლა ევრაზიული კავშირის გაფართოვებაზე მუშაობს. პრორუსი რადიკალები ამბობენ, რომ რუს იდეოლოგს მათი პარტიის გარდა „ქართულ ოცნებაც“ მოსწონს და ამიტომ მათ რუსეთში ეპატიჟება.

პუტინის მოკავშირეთა ქართული რაზმი ახლა „ოცნების“ ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციას ელოდება – კრემლის სურვილი უკვე გაჟღერებულია: მოსკოვში „ქართული ოცნების“ ლიდერების ნახვა სურთ.

იტვირთბა....